საკონტაქტო ინფორმაცია
+995 592 11 21 11
hello@rombusi.ge
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 21:00
შაბათი - 10:00 - 18:00
დაგვიტოვეთ შეტყობინება
ხშირად დასმული კითხვები
რომბუსი არის სრულად ქართული საბავშვო ბრენდი, ინოვაციური სტარტაპი, რომელიც მომხარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის, მხოლოდ და მხოლოდ, ლიცენზირებულ და საავტორო პროდუქციას. რომბუსის უმთავრეს მიზანს ბავშვებისთვის ხარისხიანი, საყვარელი და, ამავდროულად, მათ ზრუნვასა და განვითარებაზე ორიენტირებული პროდუქციის შექმნა წარმოადგენს.
რომბუსმა პირველი სალიცენზიო ხელშეკრულება სტუდია ველოსიპედთან გააფორმა, რის საფუძველზეც შექმნა ყველა ბავშვისათვის საყვარელი პერსონაჟების - ჟირაფი ჟოზესა და მისი მეგობრების - პირველი ქართული სათამაშო კონსტრუქტორები.
ყველა ბავშვისთვის ნამდვილად სასიხარულოა, როდესაც მათ საყვარელ ჟოზესა და მის მეგობარ პერსონაჟებს თავად ააწყობენ და შემდეგ ერთად ითამაშებენ.
რომბუსის ცხოვრება მხოლოდ ეხლა დაიწყო, ის დედამიწაზე რომბულედიდან მაგიური კარით გაჩნდა, რომლის გასაღებსაც სულ თან დაატარებს. დედამიწელებთან დამეგობრება უკვე მოასწრო და საუკეთესო მეგობრებიც გაიჩინა - ჟირაფი ჟოზე, ჟოზეფინა, დუდუნა, პიო და მამინი.
აღნიშნული ონლაინ პლატფორმა მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას შეარჩიონ სასურველი პროდუქცია და გაახარონ მათი პატარები, მიიღონ მაღალი ხარისხის სათამაშოები და ისარგებლონ სწრაფი მიწოდების მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
რომბუსთან შოპინგი ძალიან მარტივია, შეგიძლია დარეგისტრირდე, ან მის გარეშეც შეიძინო ჩვენთან პროდუქტი, ამისათვის, უბრალოდ:
- შეარჩიე სასურველი სათამაშო და დაამატე ყიდვის კალათაში;
- მიუთითე მისამართი, სადაც გსურს რომ მიიღო შენაძენი;
- მიუთითე ნებისმიერი კომენტარი, მაგ.: მიღების სასურველ დროსთან მიმართებით ან სხვა რამ;
- გადახდისთვის შეიყვანე ბარათის მონაცემები და დაელოდე შენაძენს.
გადახდა შესაძლებელია VISA და MasterCard ბარათების გამოყენებით. ამ ეტაპზე, განვადება ან გადახდის სხვა სერვისები არ გვაქვს, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში, მომავალში, აუცილებლად დაემატება.
რომბუსისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას და მიაწოდოს შეძენილი ნივთები სწრაფად, სასურველ დროსა და ადგილას.
მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც თბილისში ისე, რეგიონებში შეუფერხებლად ხორციელდება, კერძოდ:
- ქ. თბილისი - შეძენილი ნივთი მითითებულ მისამართზე, დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, მოგეწოდებათ შეძენიდან 0-2 დღის ვადაში და მიწოდების ღირებულება იქნება 3 (სამი) ლარი.
- ყველა სხვა ქალაქი - შეძენილი ნივთი მითითებულ მისამართზე, ნებისმიერი რეგიონის შემთხვევაში, მოგეწოდებათ შეძენიდან 1-3 დღის ვადაში და მიწოდების ღირებულება იქნება 5 (ხუთი) ლარი.
ქ. თბილისისა და ყველა რეგიონის შემთხვევაში, 100 (ას) ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში ტრანსპორტირება უფასოა.ა
შეკვეთის მიწოდება ხორციელდება ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მიწოდების ვადების გამოანგარიშების დროს მხედველობაში არ მიიღება საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე/სადღესასწაულო დღეები.
ამ ეტაპზე, ჩვენთან შეძენილი პროდუქციის მიღება, მხოლოდ ჩვენი კურიერების (პარტნიორი საკურიერო კომპანიების) დახმარებითაა შესაძლებელი.
რომბუსის კონსტრუქტორებში მოთავსებულია შესაბამისი რაოდენობის ასაწყობი კუბიკები, შესაბამისი წებოვანი სტიკერები, კონსტრუქტორის აწყობის ინსტრუქცია, ასევე, რომბუსის წებოვანი ფერადი სტიკერები.
სათამაშო კონსტრუქტორების აწყობის ისნტრუქცია ყველა ყუთშია მოთავსებულია, ასევე, ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის SHOP სექციაში, თითოეულ სათამაშოსთან მიმართებით.
რომბუსის კონსტრუქტორის კუბიკები თავსებადია სხვა, იმავე ზომის სხვა ბრენდის კუბიკებთან, ამდენად, გარდა მოცემული ინსტრუქციისა, თქვენ შეგიძლიათ ხელახლა გამოიყენოთ შეფუთვაში მოცემნული კუბიკები, ან შეაერთოთ ისინი სხვა კონსტუქტორების კუბიკებთან და შექმნათ თქვენი წარმოსახვითი მოდელები.
რომბუსის სათამაშოები სრულად უსაფრთხოსა და უვნებელს წარმოადგენს. მათ გავლილი აქვთ და აკმაყოფილებენ სათამაშოების უსაფრთხოების ევროპულ EN71 სტანდარტებს.
კონსტრუქტორები შეიცავს პატარა კუბიკებს, ამიტომ არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, ასევე, სასურველია გამოიყენოთ ზრდასრულის მეთვალყურეობის ქვეშ.
რომბუსისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება, ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მოწოდებული პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და სრულად დააკმაყოფილოს თქვენი სურვილები. იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებ გვერდზე მითითებულ მონაცემებს, ჩვენ გთავაზობთ პროდუქტის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.
დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.
შეძენილი პროდუქციის შეცვლა/დაბრუნება, ასევე, გადახდილი თანხის ანაზღაურება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ:
- პროდუქტი დაზიანდა ტრანსპორტირების დროს;
- მოტანილი პროდუქტი ან პროდუქტის მონაცემები არ ემთხვევა თქვენს მიერ შეძენილ პროდუქტს;
- მიწოდებულ პროდუქტს აქვს ქარხნული დეფექტი;
- ვერ მოხერხდა შეძენილი პროდუქტის შეთანხმებულ დროს თქვენთვის მოწოდება.
შეცვლა/დაბრუნებასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, შენაძენის ჩაბარებიდან 24 საათის განმავლობაში და მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია (ფოტოსურათები, აღწერილობა და ა.შ.) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hello@rombusi.ge
გთხოვთ, ასევე, გაეცნოთ პროდუქტის შეცვლა/დაბრუნებასთან მიმართებით გასათვალისწინებელ პირობებს.
შეკვეთის გაუქმება ან შეცვლა შესაძლებელია შეკვეთის დასრულებამდე, კერძოდ სათამაშოს ღირებულების გადახდამდე.
ამ ეტაპზე, ჩვენთან შეძენილი პროდუქციის მიღება, მხოლოდ ჩვენი კურიერების (პარტნიორი საკურიერო კომპანიების) დახმარებითაა შესაძლებელი.
ამ ეტაპზე, განვადების სერვისს ვერ ვთავაზობთ მომხარებლებს, თუმცა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად დაემატება განვადების სერვისიც.
ბარათით გადახდის შემთხვევაში, ერთი უნიკალური ბარათით, 24 საათში შეგიძლია განახორციელო მაქსიმუმ 10 შეკვეთა. ხოლო ერთი თვის განმავლობაში, მაქსიმუმ 50 შეკვეთა.
აღნიშნული შეზღუდვა უშუალოდ გადახდის არხის მიერაა დაწესებული.