შეძენილი პროდუქციის შეცვლა/დაბრუნება
რომბუსისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება, ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მოწოდებული პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და სრულად დააკმაყოფილოს თქვენი სურვილები. იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებ გვერდზე მითითებულ მონაცემებს, ჩვენ გთავაზობთ პროდუქტის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.
დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.
შეძენილი პროდუქციის შეცვლა/დაბრუნება, ასევე, გადახდილი თანხის ანაზღაურება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ:
- პროდუქტი დაზიანდა ტრანსპორტირების დროს;
- მოტანილი პროდუქტი ან პროდუქტის მონაცემები არ ემთხვევა თქვენს მიერ შეძენილ პროდუქტს;
- მიწოდებულ პროდუქტს აქვს ქარხნული დეფექტი;
- ვერ მოხერხდა შეძენილი პროდუქტის შეთანხმებულ დროს თქვენთვის მოწოდება.
შეცვლა/დაბრუნებასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, შენაძენის ჩაბარებიდან 24 საათის განმავლობაში და მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია (ფოტოსურათები, აღწერილობა და ა.შ.) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hello@rombusi.ge. გთხოვთ, შეტყობინების თემაში მიუთითოთ "შეცვლა/დაბრუნება".
გასათვალისწინებელი პირობები პროდუქტის შეცვლა/დაბრუნებასთან მიმართებით:
თქვენ გაქვთ უფლება არ ჩაიბაროთ პროდუქცია, თუ ის არ შეესაბამება საიტზე გამოქვეყნებულ ან თქვენ მიერ შეკვეთილ პროდუქციას. პროდუქციის შესაბამისობა საიტზე გამოქვეყნებულ და შეკვეთილ პროდუქციას შორის უნდა შემოწმდეს თქვენთვის შეკვეთის გადმოცემისას, მიმწოდებელი კურიერის თანდასწრებით.
შეკვეთილ და მოწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ არ ჩაიბაროთ პროდუქცია და არ მოაწეროთ ხელი მიღება-ჩაბარების აქტს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შესაძლო უმოკლეს ვადაში მოგაწოდებთ ახალ პროდუქტს ან, სურვილის შემთხვევაში, მის ალტერნატივას. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მოგაწოდოთ ახალი პროდუქტი ან ჩაგინაცვლოთ თქვენთვის მისაღები ალტერნატივით, აღნიშნული პროდუქტის საფასური დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.
პროდუქციის შესაბამისობა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით. თუ თქვენი მხრიდან ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტს, ხოლო შემდგომ დაადგენთ, რომ რაიმე ტიპის დეფექტი ან წუნი აქვს პროდუქტს, გადაცემული პროდუქციის უკან დაბრუნება/შეცვლა ვეღარ მოხდება.
სათამაშოს ჩაბარების შემდეგ, დაათვალიერეთ შეფუთვა, თუ მას აქვს დეფექტი ან ქარხნული წუნი, ნუ გახსნით ყუთს, შეგვატყობინეთ რათა უზრუნველვყოთ გაცვლა/დაბრუნება.
სათამაშოს ჩაბარების შემდეგ, თუ შეფუთვის გახსნისთანავე, სათამაშოს აქვს დეფექტი, გადაიღეთ დეფექტის დამადასტურებელი ფოტოსურათები და დაგვიკავშირდით მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, მოგვაწოდეთ ფოტოსურათები და დეფექტის აღწერილობა, რათა უზრუნველვყოთ გაცვლა/დაბრუნება.
შენაძენის შეცვლა/დაბრუნება დაშვებულია მხოლოდ სრული კომპლექტაციის შემთხვევაში, ამდენად, აუცილებელია, შეფუთვისა და მასში მოთავსებული სხვა ნივთების სრულყოფილად შენახვა.