ვებ გვერდის მოხმარების წესები და პირობები

როდესაც ჩვენი ვებ-საიტის მოდულებითა და მომსახურებით სარგებლობთ, ინფორმაციის მიმოცვლა ხდება საიტსა და მომხმარებელს შორის. ეს გვერდი განკუთვნილია იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ საიტის გამოყენების წესები, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, საიტზე პროდუქციის განთავსების და შეძენის პირობები. საიტზე დარეგისტრირებით და/ან მმართველი კომპანიის მომსახურების გამოყენებით და/ან „ვეთანხმები პირობებს“ უჯრის (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე. აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა.

თქვენს მიერ გაცემულ და ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით არსებულ პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით   

ასევე, ნივთის დაბრუნების პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ნივთის დაბრუნების პოლიტიკას. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის და ნივთის დაბრუნების პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტები ამ წესებისა და მხარეთა შორის არსებული გარიგების განუყოფელი ნაწილია და მინიჭებული აქვს იდენტური სამართლებრივი სტატუსი.

ტერმინების განმარტება

  • საიტი- ვებგვერდი Rombusi.ge;
  • მმართველი კომპანია - ვებ გვერდის Rombusi.ge-ს მფლობელი კომპანია შპს „რომბუსი ენთერთეინმენთი“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ს/კ: 405 539 724);
  • მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს საიტის ფუნქციებს, რაც მოიცავს საიტზე პროდუქციის განთავსებას, ძიებას და შეძენას;
  • მესამე პირი – ნებისმიერი სხვა პირი (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული) გარდა კომპანიისა/მომხმარებლისა.
  • მყიდველი- ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის შეძენას საიტის მეშვეობით;
  • გამყიდველი- ვებ გვერდის Rombusi.ge-ს მფლობელი კომპანია შპს „რომბუსი ენთერთეინმენთი“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ს/კ: 405 539 724);
  • განცხადება- საიტზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის შესახებ;
  • პროდუქცია- საიტის მეშვეობით გასაყიდად შეთავაზებული ნებისმიერი ნივთი;
  • მხარე – კომპანია/მომხმარებელი/რეგისტრირებული მომხმარებელი;
  • მხარეები – კომპანია და მომხმარებელი/რეგისტრირებული მომხმარებელი, წესებისა და პირობების კონტექსტიდან გამომდინარე;
  • ხელშეკრულება – ნასყიდობის ხელშეკრულება კომპანიასა და რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის, რომლის ძალითაც, რეგისტრირებული მომხმარებელი იძენს საკუთრების უფლებას პროდუქციაზე.

ზოგადი პირობები

წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები არეგულირებს მმართველი კომპანიის საიტით სარგებლობის პირობებს.

მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა (ავტორიზაცია/რეგისტრაცია) და საიტიდან ინფორმაციის მიღება ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები და ასევე კონკრეტული პროდუქციის შესაბამის აღწერაში მითითებული წესები.

საიტით მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც რომელიმე მოქმედი იურისდიქციის კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ან ეზღუდებათ მომსახურების მიღება ინტერნეტით. მმართველი კომპანია არ აპირებს მომხმარებლებს დაარღვევინოს ნებისმიერი მოქმედი კანონი. საიტის მოხმარებით მომხმარებლები თანხმობას იძლევიან, რომ მათ მიერ მომსახურების გამოყენება შესაბამისობაშია ყველა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციის და დებულების, მათ შორის საგადასახადო, წესებთან. მმართველი კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მომსახურების უკანონო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე. მომხმარებელი პასუხისმგებელია გადაამოწმოს მისი იურისდიქციის შესაბამისი კანონმდებლობა საიტზე დარეგისტრირებამდე და მომსახურების მიღებამდე.

მმართველი კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებლების წინასწარი თანხმობის გარეშე, შეიტანოს ცვლილებები მოხმარების პირობებსა და წესებში. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მმართველი კომპანია განაახლებს წინამდებარე წესებს და შეცვლის ბოლო განახლების თარიღს. მოდიფიცირებული წესები ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნების შემდეგ. მომხმარებელი პასუხისმგებელია პერიოდულად ეწვიოს საიტს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს მოხმარების პირობებსა და წესებს. წესებში ცვლილებების შეტანის შემდეგ საიტით სარგებლობის გაგრძელება/სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა ცვლილებებს.

საიტით სარგებლობისას მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მმართველმა კომპანიამ დაამუშავოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.

მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირს გაანდოს საკუთარი ანგარიშის სახელი და პაროლი. ამგვარი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს პაროლი. კომპიუტერსა და ნებისმიერ სხვა აპარატზე და ინტერნეტზე წვდომის ლოკაციაზე ანგარიშის სახელისა და პაროლის უსაფრთხოებაზე, ასევე მომხმარებლის სახელის კომბინაციის, რაიმე ვირუსის ან ვირუსული პროგრამის საფუძველზე, „გატეხვაზე“ და ნებისმიერ დანაკარგზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ განუცხადოს მმართველ კომპანიას ანგარიშის ნებისმიერი შესაძლო გატეხვის მცდელობაზე ან უსაფრთხოების დარღვევაზე.

მომხმარებელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს საიტი იმგვარად, რაც ხელყოფს მმართველი კომპანიის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. ვებ-გვერდის კონტენტის ნებისმიერი რეპროდუქცია, განცხადება, გავრცელება ან ხელახლა გავრცელება, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის, ქეშირება, შექმნა), გაყიდვა, გადაყიდვა, განმეორებითი გადაცემა ან მესამე მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა აკრძალულია. იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია მომსახურების ფარგლებში რაიმე მასალის გადმოწერა ან ბეჭდვა, მაშინ ასეთი მასალის გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთ აპარატზე (და შესაძლებელია წერილობით ფორმაში ბეჭდვა) და მხოლოდ მომხმარებლის პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის.

ინტეგრირებული მომსახურების (როგორიცა მაგ. განვადება, სესხის დამტკიცება და ა.შ) მომწოდებლების პირობები ავსებს წინამდებარე პირობებს მანამ, სანამ ისინი არ ეწინააღმდეგებიან წინამდებარე პირობებს. ნებისმიერი ასეთი ინტეგრირებული მომსახურების გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმება და პასუხისმგებელია ასეთი პირობების დაცვაზე. წინამდებარე მომსახურების პირობებსა და ნებისმიერი სხვა ინტეგრირებული მომსახურების პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, წინამდებარე პირობებს მიენიჭება უპირატესობა მმართველ კომპანიასა და მომხმარებელს შორის ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობისას.

მხარეთა განცხადებები და გარანტიები:

კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ საიტი წარმოადგენს მის საკუთრებას და მას აქვს ყველანაირი უფლებამოსილება გასწიოს მომსახურება. ვებგვერდზე მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის. მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის ან/და კომპანიის მიერ დასახელებული მესამე პირის მიერ კონფიდენციალურობის შესაბამისად.

მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ გაეცნო და ეთანხმება წესებსა და პირობებს. არის ქმედუნარიანი, შეუძლია გაიაზროს ვებ-გვერდის გამოყენების მნიშვნელობა და არ იმყოფება რაიმე ისეთი ფსიქიკური ზემოქმედების ქვეშ, რაც ხელს შეუშლის, გაიაზროს მისი ქმედების მნიშვნელობა. მის მიერ ვებ-გვერდზე შეყვანილი ინფორმაცია არის სწორი. თანახმაა, რომ ვებ-გვერდის გამოყენების დროს მის მიერ შეყვანილი ინფორმაცია (მათ შორის, პერსონალური ინფორმაცია) დამუშავებული იქნეს კომპანიის ან/და კომპანიის მიერ დასახელებული მესამე პირის მიერ კონფიდენციალურობის  შესაბამისად. ვებ-გვერდზე, მის დიზაინსა და ფოტოებზე, ასევე, პროგრამულ კოდებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება ეკუთვნის კომპანიას და რომ იგი არ გამოიყენებს/შეცვლის ან/და სხვაგვარად ხელყოფს კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას. თავად არის პასუხისმგებელი ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც ხორციელდება მისი ანგარიშით ვებ-გვერდზე ყოფნისას ან/და კომპანიის მომსახურებით სარგებლობის დროს.

შეზღუდვები

ვებ-გვერდით სარგებლობის დროსა თუ მის შემდგომ, მომხმარებლებს კატეგორიულად ეკრძალებათ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

  • საიტისნებისმიერი მასალის გამოქვეყნება ნებისმიერ მედიაში მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიაყენონ პროდუქტის ან/და კომპანიის იმიჯს;
  • საიტზე განთავსებული მასალის კომერციალიზაცია, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება გაყიდვით, სუბლიცენზირებით ან/და ნებისმიერი სხვა ფორმით;
  • საიტის გამოყენება კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ ან/და იმგვარად, რომ ზიანი მიაყენოს (შესაძლოა ზიანი მიაყენოს) ნებისმიერმესამე პირს;
  • საიტის მეშვეობით ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო გზით მოპოვება;
  • საიტის გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის,კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ამასთან, კომპანია უფლებამოსილია ასეთი დარღვევების შემთხვევაში წაშალოს/დროებით შეაჩეროს ან/და დაბლოკოს მომხარებლის პირადი მონაცემები და IP მისამართი.

ხელშეკრულების დადება და ანგარიშსწორების წესი

კომპანია ვებ-გვერდზე ათავსებს პროდუქციას შემდგომი რეალიზაციის მიზნით. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა საიტის მეშვეობით დადოს ნასყიდობის ხელშეკრულება – შეიძინოს პროდუქცია კომპანიისგან.

როდესაც მომხმარებელი აარჩევს შესაბამის პროდუქტს  და გადაწყვეტს ყიდვას, მან უნდა დააჭიროს “კალათაში დამატება”-ს და მიჰყვეს შესაბამის ინსტრუქციას. საბოლოოდ, მომხარებელი დააჭერს ღილაკს „გადახდა“ და შეიყვანს ბარათის მონაცემებს. შეკვეთა დასრულებულად ითვლება მომხმარებლის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის მომენტიდან.

ვებ-გვერდზე ანგარიშსწორება წარმოებს Visa და MasterCard-ის მეშვეობით 24/7. თუ გსურთ შეკვეთაში რამის შეცვლა/დამატება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე: hello@rombusi.ge. კომპანია არ იძლევა გარანტიას შეკვეთის შეცვლის/გაუქმების განხორციელების თაობაზე. ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება მომხმარებლის მიერ შეკვეთის დასრულების (თანხის გადახდის) მომენტიდან.

პროდუქციაზე საკუთრების უფლება მომხმარებელზე გადასულად ჩაითვლება პროდუქციის გადაცემის მომენტიდან. მომხარებელი შეძენილი პროდუქციის მიღებისთანავე ვალდებულოა შეამოწმოს პროდუქცია.

მომხმარებელი ვებ-გვერდიდან პროდუქციის შეძენის შემთხვევაში სარგებლობს ადგილზე მიტანის სერვისით. განსაზღვრულ ვადაში ადგილზე მიტანას უზრუნველყოფს თავად კომპანია თავად ან/და მესამე პირის მეშვეობით. კომპანია ან/და მესამე პირი  არ არიან პასუხისმგებელნი ვადის გადაცილებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი გადაცილება გამოწვეულია გარეშე ფაქტორებით, რომლის განსაზღვრის საშუალებაც არ ჰქონდათ კომპანიას/მესამე პირს.

მიწოდების მისამართის მიხედვით, შესაძლოა მიტანის სერვისს დაემატოს საფასური. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაცაის კომპანია ღირებულების გადახდამდე მიაწვდის მომხარებელს.

პროდუქციის ხელმისაწვდომობა

პროდუქცია ხელმისაწვდომია და ღირებულება მოქმედია მანამ, სანამ იგი განთავსებულია საიტზე და არის მარაგში. პროდუქციის ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია მითითებულია ვებ-გვერდზე.

ინტელექტუალური საკუთრება

ვებ-გვერდზე განთავსებულ პროდუქციის ტექნილოგიასა და დიზაინზე, აგრეთვე, საიტის დიზაინზე, ძირითად პროგრამულ კოდსა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება ეკუთვნის კომპანიას. ვებ-გვერდზე განთავსებულ სასაქონლო ნიშნებზე, ლოგოებზე, სერვისის ნიშნებზე, ტექსტებზე, სურათებზე, გრაფიკულ გამოსახულებებზე  და სხვა მასალაზე ინტელექტუალური საკუთრება ეკუთვნის კომპანიასა და მესამე პირებს, რომელიც თავისი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას საქართველოში ახორციელებს კანონმდებლობის მეშვეობით.

კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია საავტორო და მომიჯნავე უფლებების ხელყოფა, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის მოდიფიცირება, ნებისმიერი სახით გამოყენება თუ სხვაგვარი ქმედება.

იმ შემთხვევაში, თუ მხარე დაარღვევს წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, გარდა მიღებული მოგებისა თუ სარგებელისა, ვალდებულია აუნაზღაუროს კომპანიას ნებისმიერი სახის ზიანი, მათ შორის და არა მხოლოდ, მიუღებელი შემოსავალი და რეპუტაციული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პერსონალური მონაცემები

მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლება შესაბამისი მიზნებისთვის აქვს კომპანიას, ან/და კომპანიის მიერ დასახელებულ მესამე პირს, რომელიც ვალდებულია მონაცემები დაამუშავოს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული მიზნებითა და კონფიდენციალობის დაცვით.

პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა თუ სხვაგვარი დამუშავების წესები განისაზღვრება კონფიდენციალურობის  შესაბამისად.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვებ-გვერდს არ გააჩნია წვდომა ანგარიშსწორებისას გამოყენებულ საგადახდო ბარათებზე. ბარათით ანგარიშსწორებისას ხდება გადამისამართება პარტნიორი ბანკის დაცულ გვერდზე, რომელიც მთლიანად პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის დაცვაზე.

ცვლილებების შეტანა

კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ვებ-გვერდზე განთავსების გზით შეიტანოს ცვლილებები გამოყენების წესსა და პირობებში. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა ცვლილების საიტზე გამოქვეყნებისთანავე. მომხმარებლის მიერ საიტის გამოყენების გაგრძელება ავტომატურად ნიშნავს თანხმობას შეცვლილ პირობებზე.

არაკანონიერი აქტივობის ან/და კონტენტის დაბლოკვა

იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიას შეექმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვებ-გვერდის გამოყენებისას ან/და ტრანზაქციის განხორციელებისას ირღვევა წინამდებარე გამოყენების წესი და პირობები ან/და კომპანიას ექმნება ეჭვი, რომ ტრანზაქციები არაკანონიერი, თაღლითური ან/და არაავტორიზებულია, კომპანია უფლებამოსილია, გააჩეროს ასეთი ტრანზაქცია და დაბლოკოს ნებისმიერი პირის პროფილი, ვინც მსგავს აქტივობას ახორციელებს, მანამ, სანამ კომპანია არ შეისწავლის კონკრეტულ ფაქტებს. კომპანია ასევე უფლებამოსილია, მსგავს შემთხვევებში მიმართოს შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს და სახელმწიფო ორგანოებს და მიაწოდოს მათ ინფორმაცია.

ნებისმიერი სახის ქმედების შემთხვევაში, რომელიც ეწინააღმდეგება წესებსა და პირობებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობას, შეიცავს ამორალურ და ზნეობის საწინააღმდეგო ელემენტებს, კომპანია უფლებამოსილია წაშალოს ან/და დაბლოკოს ამგვარი ქმედების ჩამდენი პირის პირადი მონაცემები და IP მისამართი.

დავების გადაწყვეტა და გამოსაყენებელი სამართალი

კომპანიასა და მომხმარებელს შორის წარმოშობილი ნებისმიერი სახის დავა/უთანხმოება უნდა მოგვარდეს ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო, ქართული სამართლის მიხედვით.

გარდამავალი დებულებები

მხარეები აცხადებენ, რომ წესები და პირობები შედგენილია მათთვის გასაგებ ენაზე. ასევე, წესები და პირობები განთავსებულია მათთვის ხელსაყრელ და თვალსაჩინო ადგილზე.

ვებ-გვერდის მოხმარებით მხარეები ადასტურებენ, რომ მიღწეული აქვთ 18 წლის ასაკისთვის და რომ თითოეულ მათგანს აქვს სრული უფლება შევიდეს წინამდებარე ურთიერთობაში და საამისოდ მოპოვებული აქვს ყველა საჭირო უფლებამოსილება და/ან თანხმობა.

მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინამდებარე წესი და პირობები ითვალისწინებს კომუნიკაციის ზეპირ სატელეფონო ფორმას. მხარეს წერილობითი შეტყობინება შეიძლება მიეწოდოს პირადად, გაეგზავნოს კურიერის, საფოსტო გზავნილის საშუალებით, ვებ-გვერდით ან/და მხარეთა რეკვიზიტებში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

ელექტორნულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება მისი გაგზავნის დღეს.

შეკვეთის განხორციელებიდან შეკვეთის მიღებამდე პერიოდში ნებისმიერი სახის ინფორმაციის, მათ შორის და არა მხოლოდ, ტელეფონის ნომრის ან/და მისამართის ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს ასეთი ცვლილების განხორციელებიდან 24 საათის ვადაში აცნობოს კომპანიას ახალი რეკვიზიტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიის მიერ მის ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით შეკვეთის არასწორ მისამართზე ტრანსპორტირებისას მომხმარებელს შესაძლოა დაეკისროს ტრანსპორტირების დამატებითი ხარჯი.

მომხმარებელი უფლებამოსილია ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ხარვეზის შესახებ შეატყობინოს კომპანიას.

მომხმარებელი იძლევა თანხმობას მასზედ, რომ ელ. ფოსტის მეშვეობით მიიღოს კომპანიისგან შეტყობინებები, რეკლამები, შეთავაზებები, აქციების და სხვა ტიპის მარკეტინგული აქტივობის შესახებ ინფორმაცია.

მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაზე წერილის გაგზავნით ელ-ფოსტაზე: hello@rombusi.ge, მეილის საგნით – ”UNSUBSCRIBE.“

კალათა
Shop
სურვილები
0 items კალათა